logo
ENG



დღეს „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება 

12 ოქტ 201914:45
3 წუთის საკითხავი
 
bhlc76jqnh6mcm5.jpg

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას გამართავს. ვლადიმერ ვაისის გუნდის მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია ირლანდიელთა სასარგებლოდაა. ჩატარებული ათი შეხვედრიდან, 9-ჯერ გამარჯვება ირლანდიის ნაკრებს დარჩა, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ირლანდიელები ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან, მათ ანგარიშზე 8 მატჩიანი წაუგებელი სერიაა. მიკ მაკარტის გუნდი მოპოვებული 11 ქულით D - ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

„დინამო არენა“ საქართველო-ირლანდიის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით, 16:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები, კერძოდ:

გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა - ნაწილობრივ;

მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ - ვახუშტის ხიდის მიმართულებით;

აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით;

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

 


close დახურვა